ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი – GCMC

ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი (GCMC) აერთიანებს მცირე და საშუალო საწარმოებს, რომლებიც მოღვაწეობენ საქართველოს სამშენებლო სექტორში – ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ინდუსტრიაში.GCMC დაფუძნებულია ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის – „კლასტერები განვითარებისთვის“ (შემდგომ C4D) ფარგლებში, რომელსაც GIZ-ი (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება ახორციელებს). კლასტერი მიზნად ისახავს თავისი წვლილის შეტანას პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების, საოპერაციო სტანდარტების ოპტიმიზაციისა და უნარების ასამაღლებლად.კლასტერის განვითარების მიდგომა, რომელსაც ახორციელებს GCMC, ადგილობრივ კომპანიებს წვდომას აძლევს დიგიტალიზაციაზე, ინოვაციებსა და ახალ ტექნოლოგიებზე, რის შედეგადაც ხდება მათი პროდუქტიულობის გაზრდა, მართვისა და პროცესების გამარტივება და ხარისხისა და უსაფრთხოების გაუმჯობესება. კლასტერისთვის კომპანიათა შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები არის ადგილობრივი მფლობელობა, ეკონომიკური პოტენციალი, ასევე კომპანიების მზადყოფნა, აწარმოონ ინოვაციური, ხარისხიანი, ეკო-მეგობრული და ენერგოეფექტური პროდუქტები, გაითვალისწინონ ჭკვიანი გადაწყვეტილებები. კლასტერის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას წარმოადგენს მათი წევრების მზადყოფნა, ითანამშრომლონ სფეროს სხვა მოთამაშეებთან დამატებითი ღირებულების შესაქმნელად. GCMC ყურადღებას ამახვილებს ინოვაციებსა და ხარისხზე, წარმოების პროცესების დიგიტალიზაციაზე, ჭკვიანი ტექნოლოგიების ადაპტაციაზე, ასევე ხარისხის მართვის სისტემათა დანერგვის მხარდაჭერასა და ადგილობრივ და საერთაშორისო ლაბორატორიებთან თანამშრომლობის გამყარებაზე.2020 წლის ივნისში ჩამოყალიბდა კლასტერის საინიციატივო ჯგუფი. დღეს კლასტერი აერთიანებს 16 მცირე და საშუალო ზომის საწარმოს. ქართული სამშენებლო მასალების კლასტერის ოფიციალური რეგისტრაცია განხორციელდა 2020 წლის დეკემბერში. კლასტერის წევრები არიან: