ელიტა ბურჯი

შ.პ.ს. „ელიტა ბურჯი” დაარსდა 1998 წელს. კომპანიის ძირითადი
მიმართულებაა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები, მათ შორის
ალუმინის ვიტრაჟების მოწყობა (პროექტირება, წარმოება, მონტაჟი);
ლითონკონსტრუქციები (პროექტირება, წარმოება, მონტაჟი);
ვენტილირებადი ფასადების მოწყობა (პროექტირება, წარმოება,
მონტაჟი);

ყველა ზემოთხსენებული საქმიანობის საამქროები აღჭურვილია
თანამედროვე მანქანა-დანადგარებით და საწარმოო ხაზებით, რომელთა მეშვეობითაც, კომპანიას შეუძლია აწარმოოს მაღალ ხარისხიანი პროდუქცია.

შ.პ.ს. „ელიტა ბურჯი”-ს მიერ შესრულებული პროექტებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია:

შეკვეთილში, სასტუმრო პარაგრაფისთვის შესრულებული სხვადასხვა სამუშაოები (ალუმინის ვიტრაჟების მოწყობა, ვენტილირებადი ფასადის მოწყობა, ლითონკონსტრუქციებით შენობის
გადახურვის მოწყობა; სასტუმრო ნომრებში და აპარტამენტებში ჩასაშენებელი ავეჯის მოწყობა).

ურეკის საკონცერტო დარბაზი – ლითონკონსტრუქციების მოწყობა (მოძრავი და სტატიკური სახურავი); გადახურვის მოწყობა პოლიკარბონატის ფილებით;

სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასი – ალუმინის ვიტრაჟების მოწყობა, ვენტილირებადი ფასადის მოწყობა, ლითონკონსტრუქციებით ტერასების გადახურვის მოწყობა;


აქსის თაუერსი – ალუმინის ვიტრაჟების მოწყობა, ვენტილირებადი ფასადის მოწყობა სხვადასხვა კომპოზიტური მასალით;


წალკის მინიციპალიტეტი, დაშბაშის კანიონი – 240 მეტრის ვანტური მინის ხიდის დაპროექტება, წარმოება და მონტაჟი.



დამატებითი ინფორმაცია