Domsons Engineering

Domson’s Engineering-ი წამყვანი საინჟინრო კომპანიაა საქართველოში, რომელიც 2016 წლიდან ახორციელებს სხვადასხვა დანიშნულების მქონე რეგიონალური მნიშვნელობის პროექტებს. კომპანია სპეციალიზირებულია MEP ელექტრო-მექანიკური საინჟინრო სისტემების საპროექტო და სამონტაჟო სამუშაოების მიმართულებით.

კომპანიის მიერ შესრულებული პროექტები აღჭურვილია A კლასის პრემიმუმ ხარისხის დანადგარებით, გამოირჩევა მაღალი ენერგოეფექტურობით და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების საპროექტო და სამონტაჟო სამუშაოების უზრუნველყოფა ხდება ინოვაციური მიდგომებით, რაც სრულად ითვალისწინებს სიცოცხლის უსაფრთხოებას და შენობა-ნაგებობების დაცულობას, კვამლის კონტროლისა და ევაკუაციის გეგმის მოდელირებას NFPA-ს სტანდარტების შესაბამისად.

კომპანიის სტრატეგიული პარტნიორია იაპონური ბრენდი Daikin-ი, რომელიც გათბობა-კონდიცირებისა და ვენტილაციის მიმართულებით მსოფლიოს ნომერ პირველი ბრენდია. Domson’s Engineering-ი ბრენდის ავტორიზებული წარმომადგენელია საქართველოში და ყოველწლიურად ხდება Daikin-ის ოქროს დისტრიბუტორის ჯილდოს მფლობელი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით: „THE GOLDEN DISTRIBUTOR IN EASTERN EUROPE AND CENTRAL ASIA 2018-2019“. აღსანიშნავია, რომ Domson’s Engineering-ის მიერ შესრულებული პროექტები აღჭურვილია Daikin-ის პრემიუმ ხარისხის ინოვაციური HVAC სისტემებით, რაც უზრუნველყოფს კომფორტული და ეკოლოგიურად ჯანსაღი საცხოვრებელი შიდა სივრცის შექმნას.

Domson’s Engineering-ი საქართველოში ნერგავს თანამედროვე სამშენებლო და საინჟინრო სტანდარტებს, ხელს უწყობს ქვეყნის სამშენებლო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ეკონომიკის ზრდას.

დამატებითი ინფორმაცია