იურისტი
 „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“ აცხადებს იურისტის ვაკანსიას ქ. თბილისში.
 
 იურისტის მოვალეობები:
 
ასოციაციის წევრი კომპანიების პრობლემური საკითხების ადვოკატირებასთან დაკავშირებით კვლევების განხორციელება/სხვადასხვა მოწინავე ქვეყნების შესაბამისი კანონმდებლობისა და პრაქტიკის მოკვლევა და ანალიზის მომზადება; 
ასოციაციის წევრი კომპანიების ადვოკატირებასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, მოქმედ საკანონმდებლო აქტებში ცვლილების პროექტის მომზადება;
ასოციაციის წევრი კომპანიების ინტერესების ადვოკატირების განხორციელების მიზნით, სამართლებრივი და საკანონმდებლო აქტების პროექტების მომზადება;
სხვადასხვა უწყებებიდან „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში“ შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება ან/და ვიზირება.
 
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით;
სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის, ასევე, სახელშეკრულებო და საპროცესო (ადმინისტრაციული და სამოქალაქო) სამართლის ცოდნა;
იურისტის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;
კანონპროექტების მომზადების/მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტებზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
საკანონმდებლო ინიციტივის ირგვლივ, ან შიდა კანონმდებლობაში არსებულ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა სამართლებრივი სისტემების კვლევების განხორციელების 2 წლიანი გამოცდილება;
ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.
 
საჭირო პიროვნული უნარები:
 
მენეჯერული უნარ-ჩვევები;
დეტალებზე და შედეგებზე ორიენტაცია;
ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი;
კარგი კომუნიკაციის შესაძლებლობა.
 
გრაფიკი: არასრული
 
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@icca.ge არ განიხილებიან ის კანდიდატები, რომლებსაც არ აქვთ კანონპროექტების მომზადების/მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტებზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება.
 
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 4 დეკემბერი, 2020 წელი.

გისურვებთ წარმატებებს!
09.11.2020