იურისტის/FIDIC-ის ხელშეკრულებებისა და დავების სპეციალისტი
 
„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“ აცხადებს იურისტის/ინჟინერთა საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაციის - FIDIC-ის ხელშეკრულებებისა და დავების სპეციალისტის ვაკანსიას ქ. თბილისში.
იურისტის მოვალეობები:
 
ინჟინერთა საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაციის - FIDIC-ის მიერ დადგენილი ხელშეკრულებების დამუშავება და ხელშეკრულების პირობების შესახებ ასოციაციის წევრი კომპანიისთვის კონსულტაციის გაწევა;
FIDIC-ის მიერ დადგენილი ხელშეკრულებების შესრულების პროცესში ჩართულობა და ხელშეკრულების მართვის კოორდინირება, მათ შორის, დამკვეთთან კომუნიკაციის წარმოებაში ჩართულობა ხელშეკრულების პირობებით დადგენილი წესით და ფორმით;
ასოციაციის წევრი კომპანიების FIDIC-ის მიერ დადგენილი ხელშეკრულებების შესრულების პროცესში წარმოქმნილი დავების გადაწყვეტაში ჩართულობა და შესაბამისი დავების გადაწყვეტის ორგანიზაციაში მათი წარმომადგენლობა;
FIDIC-ის მიერ დადგენილი ხელშეკრულებების შესრულების პროცესში ასოციაციის წევრი კომპანიის ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა დამკვეთთან;
FIDIC-ის მიერ დადგენილი ხელშეკრულებების ირგვლივ ასოციაციის წევრი კომპანიებისთვის კონსულტაციების გაწევა.
 
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით;
სახელშეკრულებო და საპროცესო (ადმინისტრაციული და სამოქალაქო) სამართლის ცოდნა;
იურისტის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;
FIDIC-ის მიერ დადგენილ ხელშეკრულებებზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
FIDIC-ის მიერ დადგენილი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავების გადაწყვეტაში მონაწილეობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.
 
საჭირო პიროვნული უნარები:
 
მენეჯერული უნარ-ჩვევები;
დეტალებზე და შედეგებზე ორიენტაცია;
ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი;
კარგი კომუნიკაციის შესაძლებლობა.
 
გრაფიკი: არასრული
 
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@icca.ge არ განიხილებიან ის კანდიდატები, რომლებსაც არ აქვთ Fidic-ის მიერ დადგენილ ხელშეკრულებებსა და შესაბამის დავებში მონაწილეობის გამოცდილება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 4 დეკემბერი, 2020 წელი.
გისურვებთ წარმატებებს!
09.11.2020