ტექნიკური დეპარტამენტის ინჟინერი

„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“, ასოციაციის წევრი კომპანიისთვის - სს „სპეცჰიდრომშენი“ აცხადებს ტექნიკური დეპარტამენტის ინჟინრის ვაკანსიას. კომპანია „სპეცჰიდრომშენის“ საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია; ჰიდროტექნიკური და სამრეწველო ნაგებობების მშენებლობა;  ჰესების მშენებლობა და რეაბილიტაცია; ხიდების, გვირაბების და გზებზე საინჟინრო ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია; ლითონკონსტრუქციების დამზადება და მონტაჟი; ბეტონისა და რკინა-ბეტონის სამუშაოების მოწყობა; ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებებისა და მდინარეებზე ნაპირსამაგრი სამუშაოების წარმოება და სხვა.
 
 „სპეცჰიდრომშენი“ ეძებს ტექნიკური დეპარტამენტის ინჟინერს, რომლის ძირითადი მოვალეობებია:
 
სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა;
სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისობის (ფასი, მოცულობა და ა.შ.) დადგენა, ანალიზი;
ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება; 
ხარჯთაღრიცხვებთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების და დამუშავებული პროექტების საფუძველზე ობიექტის სამშენებლო, სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა;
საშემსრულებლო ფორმების შედგენა;
ობიექტის სარემონტო, სამონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულების განსაზღვრა;
საინჟინრო ნახაზების საფუძველზე მასალათა სპეციფიკაციების შემოწმება;
შესრულებული სამუშაოების მოცულობის და მასალების რაოდენობის განსაზღვრა;
კომპეტენციის ფარგლებში, ტექნიკური სამსახურის სხვა დავალებების შესრულება.
 
ტექნიკური დეპარტამენტის ინჟინრისთვის აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
 
უმაღლესი განათლება სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით;
სატენდერო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის გამოცდილება;
საოფისე და ტექნიკური პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა (მათ შორის, AutoCad);
სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნა;
სარემონტო, სამონტაჟო, სამშენებლო სამუშაოების შესრულების ტექნოლოგიების ცოდნა; 
რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
 
ტექნიკური დეპარტამენტის ინჟინრისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევებია:
 
მოწესრიგებული, დინამიური და დისციპლინირებული;
შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
ძლიერი ანალიტიკური აზროვნება.
 
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
 
გრაფიკი: 8-საათიანი სამუშაო დღე
 
 თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@icca.ge
 
არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 30 სექტემბერი, 2020 წელი.
 
გისურვებთ წარმატებებს!
09.09.2020