ელექტრიკოსი, მუშა ელექტრიკოსი

 
„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“, ასოციაციის წევრი კომპანიისთვის - „ჯი არ სი“აცხადებს „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“, ასოციაციის წევრი კომპანიისთვის - „ჯი არ სი“ აცხადებს ელექტრიკოსისა და მუშა ელექტრიკოსის ვაკანსიებს.
შპს „ჯი არ სი“ – სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და უკვე 15 წელია რაც ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში.
„ჯი არ სის“ ძირითადი მიმართულებებია: გადახურვის მასალები, ენერგოეფექტური სამშენებლო მასალები, ხანძარმედეგი ქვაბამბის სენდვიჩპანელი – ერთადერთი პროდუქტი, რომელსაც აქვს კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისობის სერტიფიკატი მთელ რეგიონში, დამათბუნებელი და ჰიდროსაიზოლაციო მასალები, სტრუქტურილი რკინა, სამშენებლო ქიმია, თაბაშირმუყაო, აქსესუარები და
სხვა.
„ჯი არ სი“ ეძებს ელექტრიკოსსა და მუშა ელექტრიკოსს ქუთაისში:
ელექტრიკოსის ძირითადი მოვალეობები:
  • ფილიალში არსებული ელექტრო მოწყობილობების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ფილიალის ტერიტორიაზე არსებული ელექტრო მოწყობილობისა და გაყვანილობის გამართულად მუშაობის მონიტორინგი;
  • პერიოდიკის დაცვით კომპანიის კუთვნილი ელექტრო დანადგარების რევიზია;
  • უსაფრთხოების ჭრილში კომპანიის კუთვნილი ელექტრო დანადგარების გამართულობის უზრუნველყოფა;
  • ახალი დანადგარების სპეციფიკის გათვალისწინებით დანადგარის ელექტროობის გამართვა.
მუშა ელექტრიკოსის ძირითადი მოვალეობები:
  • ფილიალში არსებული ელექტრო მოწყობილობების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხვევაში წარმოების პროცესში ჩართვა და დახმარება, რაც გულისხმობს:
  • ამწე კრანის პულტის მართვა;
  • ავტოკარის მართვა, თუნუქის რულონების გადაზიდვა;
  • საქონლის დაცლა / დატვირთვის პროცესში ჩართულობა.
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00-18:00
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ან
მოგვწეროთ თქვენ შესახებ შემდეგ მისამართზე: info@icca.ge
 
არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება: ელექტრიკოსი ან მუშა ელექტრიკოსი.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 18 ივლისი, 2020 წელი.
გისურვებთ წარმატებებს!
22.06.2020