საქმის მწარმოებელი ჭიათურაში
 
„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“, ასოციაციის წევრი კომპანიისთვის - „ბილდინგ ჰაუსი“ აცხადებს ჭიათურაში სამუშაოთა მწარმოებლის ვაკანსიას. კომპანია „ბილდინგ ჰაუსი“ 2009 წელს დაარსდა და თვისობრივად ახალი ტიპის სამშენებლო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სრულ მომსახურებას; 360°-ით გაშლილი საქმიანობა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს: პროექტის დაგეგმვა, მენეჯმენტი, სამუშაოების სრული ციკლი და ა.შ.
 
„ბილდინგ ჰაუსი“ ეძებს საქმის მწარმოებელს ჭიათურაში. დამატებითი ინფორმაციისთვის:
 
 
სამუშაო ადგილი: ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისი;
 
 
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
 
საქმის მწარმოებლად მუშაობის გამოცდილება და უმაღლესი საინჟინრო განათლება;
 
 
პროექტის შესახებ: ერთსართულიანი საბავშვო ბაღი. მშენებლობა დაწყებულია და უნდა დასრულდეს ამა წლის ოქტომბერში;
 
სახელფასო განაკვეთი: 1800-დან - 2000 ლარამდე.
 
 
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@icca.ge
 
არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 17 ივნისი, 2020 წელი.
 
გისურვებთ წარმატებებს!
20.05.2020