MEP პროექტების მენეჯერი
 
კომპანია "თბილი სახლი" დაარსდა 2001 წელს, რომლის ძირითად საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საინჟინრო კომუნიკაციები - MEP.
კომპანიაში 400 ადამიანზე მეტია დასაქმებული, შესრულებული აქვს 3000-მდე მსხვილი პროექტი და წარმოადგენს აღნიშნული სფეროს ერთ-ერთ უპირობო ლიდერს.
 
"თბილი სახლი" აცხადებს MEP პროექტების მენეჯერის ვაკანსიას.
 
ფუნქცია-მოვალეობები:
 
** მშენებლობის, პროექტებისა და საკოორდინაციო საქმიანობის დაგეგმვა შესასრულებელი პროექტების განხორციელებისა და მართვის მიზნით;
** MEP პროექტების სპეციფიკის გათვალისწინებით, საჭირო საკადრო რესურსის მოძიება, სამშენებლო უბნების დაკომპლექტება საჭირო ადამიანური და ტექნიკური რესურსით და მათი მონიტორინგი თითოეული MEP პროექტის განხორციელების მთელი პერიოდის მანძილზე;
** თითოეული პროექტისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება (ფორმა 2 და სხვა);
** კოორდინირებული მუშაობა და დროული რეპორტინგი ხელმძღვანელობასა და დამკვეთთან;
** მუშა მომსახურების მიერ შესრულებული სამუშაოების და ასანაზღაურებელი ხელფასების მოთხოვნების უწყისების გადამოწმება, ვიზირება და წარდგენა ფინანსურ სამსახურთან;
** კაპიტალური პროექტების მართვა და შესრულება სამუშაო მასშტაბის, გრაფიკის და ბიუჯეტის შესაბამისად;
** მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტების მონიტორინგი მათ დასრულებამდე;
** საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა-დამუშავება, მოცულობების ამოკრება და დეფექტური აქტის შედგენა.
** მშენებლობის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისა და მისი დროულად ჩაბარების უზრუნველყოფა;
** სამშენებლო ობიექტზე სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება ინჟინერიის, შესყიდვების, უსაფრთხოების ნორმებისა და მშენებლობის სპეციფიკის გათვალისწინებით და დამტკიცებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად ე.ი. ობიექტზე სამშენებლო სამუშაოების თითოეული ეტაპისა და დღის დაგეგმვა ისე, რომ სამუშაოები ზედმიწევნით ხორციელდებოდეს დამტკიცებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად;
** სამშენებლო ობიექტებზე, სამუშაოთა მწარმოებლების, კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორებისა და მუშა-პერსონალის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა-კონტროლი;
** ​გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადების დარღვევის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება ტექნიკური დეპარტამენტისათვის, შესაბამისი მიზეზებისა და მტკიცებულებების ჩათვლით, დროული რეაგირებისათვის;
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
** ხელშეკრულებებთან მუშაობის, კითხვის გამოცდილება;
** საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** უშუალოდ სამშენებლო პროექტზე (ველზე) მუშაობის გამოცდილება;
** MS Excel ცოდნა;
** AutoCAD/ArchiCAD პროგრამების ცოდნა;
** კონსტრუქციული ნახაზის კითხვა;
** უცხო ენები: ინგლისური, რუსული
 
პიროვნული თვისებები:
 
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და სხვადასხვა საკითხზე კოორდინირებულად მუშაობის უნარი;
** საინჟინრო ეთიკის დაცვა და პროფესიონალური ქცევა სამუშაო ადგილზე;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი და პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ​ლიდერული უნარ-ჩვევები;
 
თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@casacalda.ge 
30.04.2020