შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერი

 
„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“, ასოციაციის წევრი კომპანიისთვის - „თერმორუმი“ აცხადებს შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერის ვაკანსიას. „თერმორუმი“ სწრაფად და დინამიურად მზარდი კომპანიაა გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის, ხანძარქრობისა და წყალმომარაგების სისტემების სფეროში.
თერმორუმი მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის პროდუქციას, უფასო კონსულტაციებს, პროექტირებას, სამონტაჟო და გაყიდვების შემდგომ საგარანტიო მომსახურებას.
„თერმორუმი“ ეძებს შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერს, რომლის ფუნქცია-მოვალეობებია:
• დამკვეთებისგან შეკვეთების მიღება, დამუშავება და შესრულების გზების ოპტიმიზაცია;
• სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვების ორგანიზება;
• გადაზიდვების ოპერატიულობისა და ზედმიწევნით შესრულების კონტროლი;
• იმპორტ/ექსპორტის ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შექმნა/წარმოება;
• საბაჟო ოპერაციების განხორციელებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება;
• თითოეულ შეკვეთასთან მიმართებაში სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა და მისი საბოლოოდ შესრულების კონტროლი;
• ლოჯისტიკური პროცესების მუდმივი ზედამხედველობა;
• ახალი პარტნიორების ძიება;
• სატრანსპორტო და სხვა ხელშეკრულებების გაფორმება;
• ყველა სხვა მოვალეობა, რაც გამართული ლოჯისტიკური საქმიანობისთვის არის აუცილებელი.
        აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• ლოჯისტიკის სპეციალისტის, ან/და მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
• უმაღლესი განათლება;
• ინგლისური და რუსული ენების საერთაშორისო ლოჯისტიკური საქმიანობის წარმოებისთვის საჭირო დონეზე ცოდნა;
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
        აუცილებელი თვისებები:
• გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
• კომუნიკაბელურობა;
• დროის ეფექტურად მართვის უნარი;
• დეტალებზე ორიენტირებულობა;
• გუნდური მუშაობის უნარი.
გრაფიკი და ხელფასი:
• სრული სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00;
• 800-1000 ლარი, კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე.
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@icca.ge
არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 29 თებერვალი, 2020 წელი.
გისურვებთ წარმატებებს!
 
 
29.01.2020