გაყიდვების მენეჯერი

„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“, ასოციაციის წევრი კომპანიისთვის - „აუდიტესკორტი“ აცხადებს გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიას. შპს „აუდიტესკორტი“ A ტიპის აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოა, რომელიც მომხმარებელს თავაზობს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების შესახებ დასკვნის მომზადებას, ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირებას, შესრულებულ სამშენებლო სამუშაოთა აქტების ინსპექტირებას, სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკურ ზედამხედველობას, აუდიტორული და სამშენებლო ტექნიკურ ინსპექტირებას.

„აუდიტესკორტი“ ეძებს გაყიდვების მენეჯერს, რომელიც ნაწილობრივ შეითავსებს მარკეტინგის მენეჯერის ფუნქციებსაც.
 
 მისი ფუნქცია-მოვალეობებია:
 
სამშენებლო და საშემფასებლო  ექსპერტიზის მიმართულებით გაყიდვების სტიმულირება;
ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს შეფასება;
პროდუქტების საფასო სტრატეგიის შემუშავება, სარეკომენდაციო ფასების დადგენა;
თანამშრომლების ჯგუფისთვის კოორდინაციის გაწევა რეალიზაციის ზრდის მიზნით;
ბრენდინგის პროცესში მონაწილეობა, ყველა სარეკლამო აქტივობებში ბრენდის იმიჯის და იდენტურობის დაცვა, უზრუნველყოფა;
გაყიდვების სტიმულირებისთვის შესაბამისი მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება და შემდგომი ანალიზი.
 
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება; 
ანალოგიური ან მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა.
 პიროვნული მახასიათებლები:
 
ორგანიზებულობა; 
კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება;
კომუნიკაბელურობა;
გუნდური მუშაობის უნარი.
 ხელფასი და გრაფიკი:
 
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00-18:00;
ანაზღაურება: 600 ლარი + ბონუსები გაყიდვებიდან გამომდინარე.
 
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@icca.ge
 
 არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 27 დეკემბერი, 2019 წელი.
 
გისურვებთ წარმატებებს!
16.12.2019