კიდევ ერთი სახელმწიფო შესყიდვების კურსი დასრულდა
წარმატებით დასრულდა ასოციაციის მიერ ორგანიზებული სახელმწიფო შესყიდვების მორიგი კურსის ორი ნაკადის სატრენინგო პერიოდი, რომელსაც უძღვებოდნენ ტრენერები ნოდარ ხერხეულიძე, ალექსანდრე ჩხიკვიშვილი და დავით ჯაიანი.
პირველი კურსი ჩატარდა უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით, ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში, ხოლო მეორე ნაკადის კურსი სრულად ონლაინ წარიმართა.
კურსის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. 
29.10.2020