ასოციაციის შესახებ

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია /ICCA სამშენებლო ბაზარზე მოქმედმა სამშენებლო კომპანიებმა 2015 წელს დააარსეს.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის მისიაა, დაიცვას წევრი კომპანიების ინტერესები, ხელი შეუწყოს მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, სამშენებლო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების, სტანდარტების დანერგვას, ბაზრის გაჯანსაღებასა და სამშენებლო სექტორის გრძელვადიანი განვითარების ხელშეწყობას.


ასოციაციამ სამშენებლო სექტორის განვითარების მიზნით, 4 ძირითადი მიმართულება განსაზღვრა პრიორიტეტად:

  • ადვოკატირება-ლობირება;
  • განათლება, კვლევა, ადამიანური კაპიტალის განვითარება;
  • ნეთვორქინგი;
  • პროფესიული მხარდაჭერა და სხვა ბენეფიტები.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია დღეისათვის აერთიანებს 54 კომპანიას, რომელთა ძირითადი ნაწილი მსხვილ სამშენებლო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომუშავე მშენებელი კომპანიებია. ასოციაცია აერთიანებს, ამავე დროს, სამშენებლო მასალების, მწარმოებელ და იმპორტიორ კომპანიებს, სამშენებლო ტექნიკის დილერ, საზედამხედველო და საპროექტო სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს.

ICCA-ს წევრები არიან:

გამგეობის წევრი კომპანიები:

ინსი
დაგი
ენსისი
ელიტა ბურჯი
ენერგონი
ფერი
ანაგი

წევრები:

არალი
დინ გრუპი
ელ ენდ ელი
მშენებლობის ინსპექტირების აკრედიტებულ პირთა ასოციაცია
პალადა
სერვისი
სპეცჰიდრომშენი
ჯიარჯი
ტრანსმშენი
ციტადელი
სიაისი ჯგუფი

ასოცირებული წევრები:

ელიტ მოტორსი
მამისონი
საგა
ფოლადის სახლი
ნოვა
ჯიარსი
პლანეტ პერფექტო
UG ინვესტმენტი
საფკო
მოულ გრუპი

ჯეოინვესტი
ბილდინგ ჰაუსი
თეგეტა კონსტრაქშენ ექუიფმენთ
ოლ-პი ჯგუფი
DOMSON'S ENGINEERING & CONSTRUCTION
მინერალი
სამშენებლო ლაბორატორია
ბელო და კომპანია
ლეგი
ენეტეი

პრაიმ ბეტონი
ატლას კორპ ჯორჯია
ჯითისი ჯგუფი
ენტიესი
საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი
ჰაიდელბერგცემენტი
ქართული მასალების კლასტერი GCMC
იორკ თაუერსი

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია, ასოცირებული წევრების სტატუსის ქვეშ აერთიანებს ასევე კომპანიებს, რომლებიც თავისი საქმიანობით არაპირდაპირ დაკავშირებულები არიან სამშენებლო სექტორთან და თავისი საქმიანობით პირდაპირ ან ირიბად ხელს უწყობენ ასოციაციის ძირითადი მიზნების მიღწევას. ეს კომპანიებია:

თიბისი ბანკი
საქართველოს ბანკი
საქართველოს სალიზინგო კომპანია
თიბისი ლიზინგი
ლიბერთი ბანკი
ნექსია თიეი
სადაზღვევო კომპანია ალფა

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია ორიენტირებულია მუდმივ განახლებაზე, გაფართოებასა და განვითარებაზე, და ღიაა იმ კომპანიებთან და ორგანიზაციებთან სათანამშრომლოდ, რომელთა ხედვაც თანხვედრაშია ასოციაციის მიზნებსა და მიმართულებებთან.