
შპს ავტოტექნო, 2016 წლის ნოემბრიდან, წარმოადგენს უმსხვილესი ჩინური მწარმოებლის, Sinotruk International-ის ექსკლუზიური დილერს საქართველოში. 2019 წლიდან, შპს “ავტოტექნო” ასევე გახდა ჩინური ბრენდის, „SHANTUI’“-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. 2018-2022 წლებში, კომპანიამ მოახდინა 400 ერთეულზე მეტი მძიმე ტექნიკის იმპორტი და რეალიზაცია, მათ შორის 350 ერთეულზე მეტი გახლავთ Sinotruk Howo-ს სხვადასხვა მოდელები.
დამატებით, კომპანია ახორციელებს ორიგინალი და მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილების იმპორტს და რეალიზაციას. შპს ავტოტექნო მომხმარებლებს სთავაზობს კომპლექსურ მომსახურებას, აქვს თავისი სერვის ცენტრი ქ.რუსთავში, სადაც ახორციელებს მიწოდებულ პროდუქციაზე საგარანტიო
მომსახურებას. ასევე, აწვდის მომხმარებლებს ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, ხარისხიან დიაგნოსტიკას და სერვისს. საჭიროების შემთხვევაში, კომპანიას გააჩნია რესურსები, უზრუნველყოს ლოკაციაზე ვიზიტი და ადგილზე მომსახურების გაწევა.