ბიმ კუბი

 
კომპანია 2020 წელს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი ინჟინერ-მშენებლების − თეიმურაზ გელაშვილისა და ოთარ დავითაძის მიერ დაარსდა. კომპანიის მისიაა, შენობა-ნაგებობების პროექტირება, სრული სამშენებლო პროცესის მართვა, სამშენებლო მენეჯმენტი და კონსალტინგი, ინოვაციური ტექნოლოგია BIM-ის გამოყენებით განხორციელდეს. კომპანია ქართულ სამშენებლო ბაზარზე BIM-ტექნოლოგიის პიონერად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგან „ბიმ კუბი“ გახლავთ პირველი კომპანია ქართულ „აიმ“ ინდუსტრიაში, რომელიც მომხმარებელს შენობა-ნაგებობების პროექტირება/ მშენებლობის ციკლს სრულად BIM-ტექნოლოგიის გამოყენებით სთავაზობს.
მომხმარებელი კომპანიისაგან იღებს მულტიფუნქციურ საპროექტო მომსახურებას. იგი სრულად მორგებულია დამკვეთის მოთხოვნებზე და უზრუნველყოფს სამუშაოების მაღალი სტანდარტის დაცვას, ტექნოლოგიურ თუ ესთეტიკურ ჭრილში.
სამშენებლო სამუშაოების მიმართულებით, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ისეთი მრავალფუნქციური დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობას, როგორებიცაა: საჯარო, საგანმანათლებლო, სასტუმრო და
სპორტული დანიშნულების ცენტრები; საოფისე სივრცეები; ინდუსტრიული შენობა-ნაგებობები; სამკურნალო- გამაჯანსაღებელი დაწესებულებები; სავაჭრო ცენტრები და ა.შ. „ბიმ კუბის“ საქმიანობაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს საინჟინრო კომუნიკაციების პროექტირება და სამონტაჟო სამუშაოები თამაშობს.
„ბიმ კუბის“ გუნდი მომხმარებელს მშენებლობის მენეჯმენტისა და კონსალტინგის სერვისსაც სთავაზობს.
„ბიმ კუბის“ გუნდის პორტფოლიო მოიცავს ისეთ პროექტებს, როგორებიცაა:
TBC-ის თბილისის ბიზნესცენტრი; „აქსის თაუერსი“; „თბილისის ზღვის პლაზა“; „ჰოლიდეი-ინნ თელავი“; ბათუმის „ჰილტონი“; „Le Meridien ბათუმი“; „შატო მუხრანი“; საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია; „ბათუმის სამორინე Campione“; რესტორანი „რესპუბლიკა“ და მრავალი სხვა.
„ბიმ კუბის“ ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.2021 წლიდან ოფიციალურად შეუერთდა გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელს საქართველოში UN Global Compact Georgia.
წამყვან პოზიციებს იკავებენ ქალები, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია „ბიმ კუბის“ საქმიანობაში. კომპანია აქტიურად არის ჩართული ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვაში როგორც საინჟინრო ისე მთავარი მენეჯერული რგოლის მიმართულებით და უწყობს ხელს ქალთა განათლებას, საინჟინრო მიმართულებით.