საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი
კომპანია „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი“ წარმოადგენს A ტიპის ინსპექტირების ორგანოს, რომელიც აკრედიტირებულია სსიპ  “აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო, აკრედიტაციის ცენტრი”-ს მიერ სსტ ISO/IEC 17020:2012/2013 საერთაშორისო  სტანდარტის შესაბამისად და აღიარებულია EA  (ევროპული აკრედიტაციის) გენერალური  ასამბლეის მიერ.
 
კომპანია დაკომპლექტებულია მრავალწლიანი სამუშაო სტაჟის, დიდი გამოცდილებისა და პროფესიული ხარისხის მქონე  აკრედიტებული და მაღალკვალიფიციური ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტებით: ინჟინრებით, ტექნიკური მენეჯერებით,  ექსპერტებით, ზედამხედველებით, ხარისხის კონტროლის მენეჯერებით. მიმდინარე ეტაპზე  კომპანია დაკომპლექტებულია 200-მდე  სპეციალისტით. აღნიშნული რაოდენობა ეტაპობრივად იზრდება.
 
კომპანია ინტენსიურად თანამშრომლობს მსგავს სფეროში მოღვაწე წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან.  ამჟამად, "საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი" მჭიდროდ თანამშრომლობს მაღალი რეპუტაციის მქონე ისეთ ორგანიზაციებთან,  როგორიცაა: Egis International; Heller; Krebs and Kiefer; Yooshin, Dongsung.
 
საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის ინტენსიურად გაზიარების შესაძლებლობები ხელს უწყობს კომპანიის  განვითარებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და თანამშრომლების ცოდნის პროფესიულ ზრდას.

დამატებითი ინფორმაცია