ატლას კორპ ჯორჯია

შპს „ატლას კორპ ჯორჯია“ წარმოადგენს EPIROC-ის (ძველი დასახელება Atlas Copco Mining and Rock Excavation Division) ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში.
კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბურღი დაზგების, მათი სათადარიგო და ცვეთადი მასალების იმპორტი და რეალიზაცია საქართველოში.
შპს „ატლას კორპ ჯორჯია“ 6 წელია, აქტიურად მოღვაწეობს ბაზარზე და ჩვენი კლიენტების სიის ძირითადი ბირთვი ასეთია:
RMG Cooper, RMG GOLD, კავკასიის სამთო ჯგუფი, ჰაიდელბერგ ცემენტ საქართველო, ფერი, საქენერგორემონტი, გროს ენერჯი ჯგუფი, მუხტი, ჰიდროდეველოპმენტ ჯორჯია, Georgian Oil and Gas representative in Georgia და ა.შ.

აღნიშნულ პერიოდში კომპანიის მიერ საქართველოში შემოყვანილ იქნა 8 ერთეული სხვადასხვა ტიპის საბურღი დაზგა. ასევე მობილური და სტაციონალური ელექტრო კომპრესორები და გენერატორები, რომელთა სერვისი და შესაბამისი ცვეთადი და სათადარიგო ნაწილებით მომარაგება, წარმატებით  ხორციელდება 2 მობილური სერვის ჯგუფის მეშვეობით.

ზემოთხსენებული ბრენდის გარდა შპს „ატლას კორპ ჯორჯია“ წარმოადგენს ისეთი ბრენდების პარტნიორს საქართველოში, როგორებიცაა: Atlas Copco, ALUP (Part of Atlas Copco Group), FG Wilson, და Airblast.
 
„ატლას კორპ ჯორჯია“ აგრეთვე კომპანია ჩართულია გაქირავების ბიზნესში. კომპანია საკუთარ მფლობელობაში არსებული გვირაბგამყვანი დანადგარისა და მძლავრი კომპრესორის მეშვეობით ახორციელებს ჰიდროელექტროსადგურებისა და სხვა მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტების მომსახურებას.