ეგალი

საგამოცდო ლაბორატორია „ეგალი“ 2017 წლიდან ფუნქციონირებს. ლაბორატორიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საავტომობილო გზების შემოწმება: ასფალტბეტონის საფარის ხარისხის კონტროლი, საფუძვლის ხარისხის კონტროლი და მასში გამოყენებული მასალების კლასიფიკაცია, ცემენტბეტონის საფარის ხარისხის კონტროლი და სხვა.
ლაბორატორია ასვე ჩართულია სამშენებლო კონსულტაციებში, რაც გულისხმობს შემდეგ სამუშაოებს: საგზაო სამოსის კონსტრუქციის ანგარიში, ასფალტბეტონის ბეტონის ნარევის დაპროექტება, ცემენტბეტონის ნარევის დაპროექტება და საფუძვლის სტაბილიზაციის ნარევის დაპროექტება.
ამჟამად კომპანია ჩართულია 35 მდე მიმდინარე პროექტში, მათ შორის, ისეთ დიდ პროექტებში, როგორებიცაა ნენსკრა ჰესის მშენებლობა, ქუთაისის შემოვლითი გზა 4-ზოლიანი ავტომაგისტრალი და ა.შ.
შპს „ეგალი“ თანამშრომლობს  სხვადასხვა ქვეყნის მასალების საგამოცდო ლაბორატორიებთან და იზიარებს ახალი ტექნოლოგიებით მუშაობის გამოცდილებას. ამასთან, გამოთქვამს მზაობას, მონაწილეობა მიიღოს ქართული სტანდარტის შექმნაში.