ენეტეი

 
“ენეტეი” საქართველოში ახლადდაარსებული კომპანიაა.  იგი დააფუძნა ესპანური კომპანიის “NTI”-ს ხელმძღვანელობამ. თავის მხრივ,  “NTI” 2013 წელს ბარსელონაში ივან ნოგალეს ტრიგერომ დააფუძნა და აქვს 15 წლიანი გამოცდილება საინჟინრო, დიზაინის და მშენებლობის მიმართულებით. "ენეტეი" საქართველოში იდენტური მიმართულებების განვითარებას გეგმავს.
NTI პროექტები და სამშენებლო მენეჯმენტი ახორციელებს კერძო და საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებულ მომსახურების ფართო სპექტრს, რომელიც მოიცავს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ახალი განვითარების მოდელების ჩამოყალიბებას.
NTI პროექტი და სამშენებლო მენეჯმენტი თავის საქმიანობას ახორციელებს საინჟინრო პროექტებზე, სამოქალაქო საინჟინრო მომსახურებებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის, გარემოს დაცვის, სატრანსპორტო და რელიეფის საინჟინროს, დიზაინის მიმართულებით.
NTI  მენეჯმენტს ჰყავს მაღალკვალიფიციური  პროფესიონალები: სამოქალაქო ინჟინრები, სამრეწველო ინჟინრები, გარემოსდაცვითი ექსპერტები. მათ კადრებს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც საიჟინრო, ასევე ზედამხედველობითის განხრით. 
კომპანიას აქვს განხორციელებული ისეთი დიდი პროექტები, როგორიცაა: ბარსელონაში მდებარე ახალი ლოჯისტიკური ტერმინალის საპროექტო სამუშაოები, სარკინიგზო-სატვირთო ტერმინალის პროექტის მომზადება, ბარსელონას პორტის საინჟინრო, დიზაინის და სამშენებლო სამუშაოები. აქვთ განხორციელებული ისეთი დიდი პროექტები, რომელთა ღირებულებაც შეადგენს 100 მილიონიდან 500 მილიონამდე. 
NTI ქართულ ბაზარზე აპირებს აქტიურად მიიღოს მონაწილეობა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ტენდერში, რომლის ძირითადი მიმართულებაც იქნება -  დიზაინი, საინჟინრო, საპროექტო და ზედამხედველობითი საქმიანობა.

დამატებითი ინფორმაცია