ტრანსმშენი

სააქციო საზოგადოება “ტრანსმშენი” საქართველოში უძველესი სამშენებლო ორგანიზაციაა, რომლის საქმიანობის ძირითად პროფილს წარმოადგენს საცხოვრებელი, სასტუმრო, საზოგადოებრივი, სამრეწველო და ინდივიდუალური საცხოვრებელი დანიშნულების ობიექტების მშენებლობა. კომპანია დაფუძნებულია „ტრესტის“ ბაზაზე, რომელიც შეიქმნა 1929 წელს ამიერკავკასიის რეგიონში სატრანსპორტო, სარკინიგზო მაგისტრალების, განშტოებებისა და მისასვლელი გზების მშენებლობის მიზნით.
1929 წლიდან მოყოლებული „ტრანსმშენს“ განხორციელებული აქვს მრავალი უნიკალური სტრატეგიული ობიექტის მშენებლობა, როგორებიცაა: საბაჟო გამშვები პუნქტები სარფში და წითელ ხიდზე, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი და სხვა მრავალი საცხოვრებელი/საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი. გარდა ამისა „ტრანსმშენს“ ეკუთვნის საქართველოში ასეულობით კილომეტრი ახალი სარკინიგზო ხაზი და განშტოების მშენებლობა.
კომპანიის საქმიანობის სფეროს ძირითადი მიმართულებებია:
• საინჟინრო სამუშაოების წარმოება;
• საცხოვრებელი, სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობ-ნაგებობების დაპროექტება და მშენებლობა;
• სატრანსპორტო ობიექტების დაპროექტება და მშენებლობა;
• ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა;
• სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების მშენებლობა;
• სამრეწველო და საწარმოო დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობა;
• საინჟინრო სისტემების მშენებლობა;
ტრანსმშენი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით რომელთაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ საინჟინრო-სამშენებლო მიმართულებით. დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 200-ზე მეტი თანამშრომელი.