Domson’s Engineering


Domson’s Engineering-ი უზრუნველყოფს ელექტრო-მექანიკური საინჟინრო სისტემების პროექტირებას, საინსტალაციო სამუშაოებს და შემდგომ მომსახურებას. კომპანია აქტიურად ახორცილებდა ინვესტიციებს კვალიფიციურ სპეციალისტებში, იმისათვის რომ დაეგროვებინა საჭირო ცოდნა და გამოცდილება საინჟინრო სფეროში, რის შედეგადაც კომპანიამ ლიდერის პოზიცია დაიკავა საქართველოში.
დღესდღეობით, Domson’s Engineering-ის მრავალი ნიჭიერი და მაღალკვალიფიციური თანამშრომელი მუშაობს იმისათვის, რომ უზრუნველყონ უმაღლესი ხარისხის სისტემების ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონის უმნიშვნელოვანესი პროექტებისათვის.
 
Domson’s Engineering-ი  საქართველოში წამყვანი საინჟინრო კომპანიაა, რომელიც რეგიონის უმნიშვნელოვანეს პროექტებში A-კლასის ენერგოეფექტურ სისტემებსა და ხანძარუსაფრთხოების NFPA-ის საერთაშორისო სტანდარტებს ნერგავს. ქართულმა კომპანიამ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში იაპონური ბრენდი Daikin-ის საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მოიპოვა. იგი ასეთივე წარმატებით აგრძელებს მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ ბრენდებთან თანამშრომლობას.

დამატებითი ინფორმაცია