ციტადელის ისტორია 2011 წლიდან, სამშენებლო მასალების იმპორტით იწყება. კომპანიამ ამ დროის მანძილზე, ქართულ ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.

 
NTS - პროფესიონალთა კარგად ორგანიზებული გუნდია, მრავალწლიანი გამოცდილებით. კომპანიის მთავარი კრედო ცოდნის მუდმივი განახლებაა.  რისთვისაც, მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებსა თუ კონფერენციებში და სწრაფად იზიარებს მეცნიერულ და ტექნოლოგიურ პროგრესს.

კომპანია CIC ჯგუფი (ქრიათივ იმფრეშენს კავკასუს)1999 წელს დაარსდა. წლების განმავლობაში განხორციელებული პროექტების მეშვეობით, კომპანიამ დიდი ავტორიტეტი მოიხვეჭა სამშენებლო/სარემონტო სფეროში.
CIC Group გამოირჩევა ინოვაციური მიდგომებით, ევროპული სტილის მენეჯმენტით, შესაბამისი ხარისხის სტანდარტით და მაღალკვალიფიციური კადრებით.

სამშენებლო კომპანია "კოხტის ძირი" დაარსდა 2010 წელს. 2012 წლიდან კომპანია მონაწილეობს სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებში და ახორციელებს სამშენებლო-სარემონტო, ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს.
კომპანიის მიერ შესრულებული პროექტებიდან აღსანიშნავია:
ბაკურიანში კოხტას მთაზე სასტუმრო "მგზავრების" 2 კორპუსის მშენებლობა;
თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე, აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ცენტრის სამშენებლო სამუშაოები.

"ჯითისი ჯგუფი" 2010 წლიდან საქარგილე მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. კომპანია მომხმარებელს  სთავაზობს სამშენებლო ფანერას, კოჭს, დგარს, ხარაჩოს, ყალიბებს, სხვადასხვა დანიშნულების სამშენებლო მასალებს და აქსესუარებს.

შპს „ატლას კორპ ჯორჯია“ წარმოადგენს EPIROC-ის (ძველი დასახელება Atlas Copco Mining and Rock Excavation Division) ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში.

კომპანია „პრაიმ ბეტონი“ 2010 წელს დაარსდა და ის მუშაობს როგორც წარმოების, ისე მშენებლობის მიმართულებით.
სამშენებლო საქმიანობა მოიცავს როგორც ჰიდროტექნიკურ და წყლის ინფრასტრუქტურას, ისე საგზაო და სამოქალაქო მშენებლობას.


„საქართველოს ბანკი“ მის კლიენტებს სთავაზობს კორპორაციული და საცალო საბანკო, ასევე ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს.

შპს „ლეგი“ ბეტონის ნაკეთობათა კომპანიაა, რომელიც 2011 წელს  დაარსდა. კომპანია ვიბროდაწნეხილ ფილებს, სამშენებლო ბლოკებს, საგზაო, ტროტუარისა და პარკის ბორდიურებს  აწარმოებს.