
იორკ თაუერსი არის ერთ-ერთი უმსხვილესი და სწრაფად მზარდი სამშენებლო კომპანია საქართველოში. ის დაარსდა 2016 წელს და მალევე შეძლო საერთაშორისო ნდობის მოპოვება სამშენებლო სექტორში. იორკ თაუერსი აგებულია პასუხისმგებლობაზე მომხმარებლებისა და თანამშრომლების, ქვეყნისა და სამშენებლო ინდუსტრიის წინაშე. იორკ თაუერსის მისიაა, იყოს სანდო და სტაბილური, კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ვალდებულებები, რაც განსაზღვრავს კომპანიის გრძელვადიან საიმედოობას. კომპანიის მიზანია, თანამედროვე სახლების და ბინების შენება, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჩართულობით.
მიმდინარე პროექტები
იორკ თაუნი
იორკ თაუნი არის პრემიუმ კლასის მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც აერთიანებს ვილებს, თაუნჰაუსებსა და პრემიუმ ბინებს. კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებულია სპორტული, სავაჭრო და საბავშვო სივრცეები. იორკ თაუნი შენდება ტაბახმელაში, ზღვის დონიდან 1200 მეტრზე, ქალაქიდან 20 წუთის სავალ გზაზე. კომპლექსის მშენებლობა დაგეგმილია წამყვანი სპეციალისტების მიერ, ხორციელდება უმაღლესი ხარისხის მასალებით.
ლისი ვიუ
საცხოვრებელი კომპლექსი ლისი ვიუ წარმოადგენს ბუნების, ელეგანტური პეიზაჟებისა და თანამედროვე არქიტექტურული ფორმების ჰარმონიულ ერთიანობას. ტერიტორიის 40% გამოიყოფა პარკებისთვის, საბავშვო და სპორტული მოედნებისთვის.
კომპანია ფლობს საინვესტიციო მიწებს ბაზალეთსა და მცხეთაში.