ადმინისტრაციული ასისტენტი

„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“, ასოციაციის წევრი კომპანიისთვის - „ჯიარჯი“, აცხადებს ადმინისტრაციული ასისტენტის ვაკანსიას. საგზაო-სამშენებლო კომპანია „ჯიარჯი“ 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ამ დროის განმავლობაში არაერთი, წარმატებული საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. კომპანიას ასევე გააჩნია ასფალტ-ბეტონის საწარმოო ბაზები საქართველოს სამ სხვადასხვა რეგიონში.
 
„ჯიარჯი“ ეძებს ადმინისტრაციულ ასისტენტს, რომლის ფუნქცია-მოვალეობებია:
 
კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე სხვადასხვა დოკუმენტაციის აღრიცხვა-მონიტორინგი (წერილები, ინვოისები, ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, ლაბორატორიული დასკვნები, პროდუქციის სერტიფიკატები, მინდობილობები და ა.შ.); დოკუმენტაციაზე ხელმოწერების უზრუნველყოფა, გაციფრულება, შესაბამისი დეპარტამენტისთვის მიწოდება, დაარქივება);
შესაბამის ბაზებში სხვადასხვა სახის მონაცემების შეყვანა/განახლება;
კომპანიის სტუმრებთან და თანამშრომლებთან სატელეფონო და ელექტრონული ფოსტით საქმიანი კომუნიკაცია;
ოფისის გამართულად მუშაობაზე ზრუნვა (საკანცელარიო და სხვა საჭირო ინვენტარით მომარაგება კომპეტენციის ფარგლებში);
კომპანიის საქმიანობის შესახებ სხვადასხვა სახის რეპორტების და პრეზენტაციების მომზადება;
ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორის სხვა დავალებების შესრულება.
 
 
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
 
სამშენებლო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
აუცილებელია დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
ქართულ ენაზე გამართული წერა და მეტყველება;
კანდიდატი აუცილებელია იყოს დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
ქონდეს კომუნიკაციის და ახალ გარემოში ადაპტირების კარგი უნარი;
კანდიდატს აუცილებელია ქონდეს სამუშაო დროის სწორად გადანაწილების უნარი.
 
სამუშაო ადგილი: ი.მოსაშვილის ქ. N24;
 
სამუშაო დღეები და დრო: ორშაბათი-პარასკევი 10:00 – 18:00 სთ;
 
ბენეფიტები კომპანიისგან: თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის სადაზღვეო პოლისითა  და კორპორატიული ნომრით;
 
საწყისი სახელფასო განაკვეთი: 600-დან – 700 ლარამდე.
 
 თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@icca.ge
 
არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 9 აპრილი, 2020 წელი.
 
გისურვებთ წარმატებებს!
 
16.03.2020