ICCA & NEXIA TA Georgia მეგობრობის 4 წელი

24-25 ივლისს ICCA-მ და ასოციაციის ასოცირებულმა წევრმა და პარტნიორმა კომპანიამ NEXIA TA Georgia-მ ერთობლივი ღონისძიების და სემინარის ფორმატში, ICCA-ს წევრ კომპანიების უმაღლესი რგოლის მენეჯერებს უმასპინძლეს. 
სემინარის მთავარ თემას „პოსტ-პანდემიური გამოწვევები ბიზნესსექტორში“ წარმოადგენდა. 
ღონისძიებაზე ასოციაციის წევრებს Nexia  TA-მ მორიგი სპეციალური შეთავაზების პირობები გადასცა. 
სემინარზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიც არის:
  • საუკეთესო გადაწყვეტილება ბიზნესისთვის და ტექნოლოგიური სიახლე ინვენტარიზაციის სფეროში;
  • საგადასახადო კანონმდებლობის სიახლეების მიმოხილვა;
  • ბუღალტერიის სწორი და არასწორი აღრიცხვის გავლენა ბიზნესსაქმიანობაზე;
  • CFO-ს როლი კომპანიის შედეგების გაუმჯობესებაში;
  • ERP და CRM გადაწყვეტილებები. 
ღონისძიების ფარგლებში, ასევე აღინიშნა ასოციაციისა და Nexia TA-ს თანამშრომლობის 4 წლის იუბილე.
01.08.2021