ტრენინგი "პროექტის მართვა - MS Project-ის დახმარებით"
 
პროექტის მენეჯმენტი უკანასკნელ წლებში ერთი, რიგითი მიმზიდველი მიდგომიდან, რომლის გამოყენებაც შეეძლოთ ორგანიზაციებს, იქცა უმნიშვნელოვანეს ბიზნეს პროცესად, რომელიც აუცილებელია ორგანიზაციის წარმატებული საქმიანობისათვის. დრამატულად ცვალებადი გარემო და ახალი გამოწვევები აიძულებს ორგანიზაციებს სწრაფად მოერგონ ცვლილებებს, დახვეწონ მართვის სისტემები და განახორციელონ ახალი პროექტები. პროექტის მენეჯმენტი ორგანიზაციებს სწორედ ამ მიზნების მიღწევაში ეხმარება.
 
ტრენინგი ეფუძნება ამ სფეროში ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის, პროექტის მართვის ინსტიტუტის (Project Management Institute), მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიას.
კურსის დამთავრებისას მონაწილეები:
 
- შეძლებენ პროექტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოების, შესაბამისი ვადების და ბიუჯეტის დაგეგმვას და კონტროლს Microsoft Project-ის დახმარებით;
 
- შეძლებენ პროექტის რისკების იდენტიფიცირებას, ანალიზს და რისკების შემცირებისათვის მისაღები ღონისძიებების განსაზღვრას Microsoft Project-ის დახმარებით;
 
- შეძლებენ      პროექტის     მიმდინარე      სიტუაციის     კონტროლს      და     მენეჯმენტისთვის       საჭირო ანგარიშგებების წარმოებას Microsoft Project-ის დახმარებით.
 
კურსი განკუთვნილია პროექტების მოქმედი მენეჯერებისათვის, საშუალო და ზედა რგოლის ხელმძღვანელებისათვის და სპეციალისტებისათვის, რომლებიც საჭიროებენ MS Project-ში მუშაობის შესწავლას და პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებას.
 
კურსის მოდულები და შინაარსი:
 
1. პროექტის ვადების დაგეგმვის ძირითადი პრინციპები (3 სთ.)
 
Microsoft Project – Starter (6 სთ.)
Microsoft Project – Intermediate (6 სთ.)
 
 
ტრენერი: ილია რევია, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროექტის მენეჯმენტის მაგისტრი. მისი ბიოგრაფიის გასაცნობად, შეგიძლიათ ეწვიოთ მის Linkedin-ის პროფილს.
 
თარიღი/დრო: 21, 23, 28, 30 ივლისი, 4 აგვისტო, 2021 (ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს, 19:00-22:00).
 
ტრენინგის გამართვის ადგილი: ონლაინ შეხვედრების პლატფორმა Zoom-ი.
 
ტრენინგის საფასური: 1200 ლარი. „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ წევრებისთვის, ასოციაციის თანადაფინანსებით, ტრენინგის საფასურია 400 ლარი.
 
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და უპირატესობა მიენიჭება თითო კომპანიიდან პირველად დარეგისტრირებულ თითო თანამშრომელს.
 
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, არაუგვიანეს 19 ივლისისა, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა ამ შევსებული ფორმით.
 
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
13.07.2021