ტრენინგი: სახელმწიფო შესყიდვები
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია გიწვევთ სახელმწიფო შესყიდვების 15 საათიან კურსზე.

ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი თემები:
  • სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მოწყობის კონცეფცია;
  • სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა;
  • სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მოწყობის კონცეფცია;
  • სახელმწიფო შესყიდვის საშუალებების მიმოხილვა;
  • სატენდერო/ საკონკურსო პირობები (სპეციფიკაციები, საკვალიფიკაციო მოთხოვნები);
  • მეთოდური მითითებებისა და რეკომენდაციების მიმოხილვა;
  • სატენდერო წინადადება და მისი წარდგენა;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა და მასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები;
  • შერჩევა-შეფასების პროცედურა ელექტრონულ ტენდერში;
  • შერჩევა-შეფასების პროცედურა ელექტრონულ ტენდერში (პრაქტიკული ნაწილი);
  • სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება;
  • შავი სია და თეთრი სია;
  • უფლების დაცვა - თეორიული ნაწილი (დავის განმხილველი ორგანოები და მათი კომპეტენცია, დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრება, გასაჩივრების პროცესში ჩართულ მხარეთა უფლება-მოვალეობები);
  • დავების განხილვის საბჭო (პრაქტიკული ნაწილი), დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების განხილვა;
  • სახელმწიფო შესყიდვების სფეროში დაგეგმილი ცვლილებები.
 
ტრენერები:
 
აღნიშული ტრენინგს გაუძღვებიან შესყიდვების სააგენტოში წლების განმავლობაში მომუშავე მაღალკვალიფიციური კადრები: ნოდარ ხერხეულიძე, ალექსანდრე ჩხიკვიშვილი და დავით ჯაიანი.
 
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, არაუგვიანეს 13 მაისისა, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა ამ შევსებული ფორმით.
 
თარიღი: 14, 17, 19, 21, 24, 28, 31 მაისი, 19:00-21:00
 
ტრენინგების გამართვის ადგილი: ონლაინ შეხვედრების პლატფორმა Zoom-ი.
 
ტრენინგის საფასური: კურსის ღირებულებაა 280 ლარი; „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“ საკუთარ წევრებს დაუფარავს ტრენინგის სრულ ღირებულებას.
 
მონაწილეებს გადაეცემათ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
27.04.2021