გაიცანით ქალები - მშენებლობაში!
„მეუბნებოდნენ რომ ქალისთვის რთული იქნებოდა ეს სამუშაო, მაგრამ თავიდანვე ვფიქრობდი, რომ შევძლებდი“;
„სხვას თუ შეუძლია, მე რატომ ვერ შევძლებ?! შემართებით მოვედი“;
„არ გინდა ქარხანაში მუშაობაო, მაგრამ მე მიყვარს და ვაკეთებ ჩემს საქმეს“- დაძლეულ ბარიერებსა და საკუთარ საქმეზე „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ წევრ კომპანიებში დასაქმებული ქალები საინტერესოდ მოგვითხრობენ. მათთან ერთად, პროფესიული კოლეჯის სტუდენტი გვიყვება საყვარელ საქმესა და გადალახულ წინაღობებზე.ისინი სამშენებლო მოედნებსა და საწარმოებში მუშაობენ, წარმატებით უძღვებიან საქმეს და მაგალითს აძლევენ სხვა ქალებს, აკეთონ ის, რაც ყველაზე მეტად აინტერესებთ და მოსწონთ; ურჩევენ სხვა ქალებს, აირჩიონ მათთვის სასურველი პროფესია, რადგან პროფესიებში არ არსებობს „ქალური“ და „კაცური“ საქმე.
გაიცანით ქალები მშენებლობაში!



ვიდეო მომზადდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით.
10.03.2021