რეგისტრაცია კურსზე "შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის მართვა სამშენებლო სექტორში"
 
ICCA აცხადებს მითებას ტრენინგზე „შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის მართვა სამშენებლო სექტორში“, სადაც განხილული იქნება ის ძირითადი ნორმატიული მასალები, რომლებიც არეგულირებს შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციასთან მუშაობას სამშენებლო სექტორში. ამასთან, მსმენელებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ საქმისწარმოებისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტაციას: უსაფრთხოების პოლიტიკა, რისკების შეფასება, უსაფრთხოდ მუშაობის ინსტრუქციები და ინსტრუქტაჟები, აღრიცხვის ჟურნალები და მიიღონ ინფორმაცია covid19-ის პრევენციის საკითხებზე. მსმენელებს დამატებით ჩაუტარდებათ შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟის შედგენის  სწავლება და ექნებათ შესაძლებლობა ტრენინგზე თავადე შექმნან მათთვის სასურველი თემატური ინსტრუქტაჟები.
 
ტრენერი: ირაკლი არაბიძე, საჯარო მმართველობის დოქტორი შრომის უსაფრთხოებაში, შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია „სეიფთი ლაბ“-ის დამფუძნებელი.
 
მონაწილეებს გადაეცემათ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
 
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა ამ შევსებული ფორმით.
 
დრო: 3 ოქტომბერი, 2020 წ. 11:30 – 15:30
ადგილი: ლუბლიანას ქუჩა 13ბ, „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ საკონფერენციო დარბაზი
 
ტრენინგის საფასური: კურსის ღირებულებაა 90 ლარი; „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“ საკუთარ წევრებს დაუფარავს ტრენინგის სრულ ღირებულებას.
28.09.2020