ცხადდება მიღება პროგრამაზე არმატურისა და ბეტონის ნაკეთობის დამზადება

მნიშვნელოვანი სიახლე მათთვის, ვისთვისაც ღირებულია, შეიძინოს პროფესია, ჰქონდეს მაღალი კომპეტენცია  და დასაქმების რეალური შანსი სამშენებლო სექტორში:
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია, რომლის წევრებიც წარმოადგენენ სამშენებლო სექტორის და მასთან დაკავშირებულ მოწინავე კომპანიებს და კოლეჯი „კონსტრუქტ2“ (“m² უძრავი ქონების” შვილობილი კომპანია) გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, აცხადებენ დაინტერესებული პირების მიღებას  არმატურისა და ბეტონის ნაკეთობის დამზადების მიმართულებით.
წარმატებული კურსდამთავრებულები დასაქმდებიან ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებში.

სწავლების პერიოდი:
ოქტომბერი - მარტი, 2020. 
პროგრამაზე სწავლა შერჩეულ კანდიდატებს უსასყიდლოდ შეეძლებათ. ადგილები შეზღუდულია. პროგრამაზე დაიშვებიან მხოლოდ გასაუბრების შედეგად შერჩეული კანდიდატები.

კოლეჯი “კონსტრუქტ2” აღჭურვილია უახლესი სტანდარტების შესაბამისი სასწავლო ინვენტარითა და ულტრათანამედროვე მანქანა-დანადგარებით. "კონსტრუქტ2" მდებარეობს ქ. ზესტაფონში. კოლეჯის ტერიტორიაზე განთავსებულია კომფორტული საერთო საცხოვრებელი, სადაც შეძლებენ თბილისიდან და სხვა ქალაქებიდან ჩასული სტუდენტები სწავლის პერიოდში ცხოვრებას.  
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ამ ბმულზე.

განაცხადების მიღებების ბოლო ვადაა: 18 სექტემბერი, 11:00.
 
 
11.09.2020