ასოციაციის ახალი წევრი - ციტადელი

ციტადელის ისტორია 2011 წლიდან, სამშენებლო მასალების იმპორტით იწყება. კომპანიამ ამ დროის მანძილზე, ქართულ ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.
ციტადელი მუდმივ განახლებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ, დღეს სამშენებლოსთან ერთად, სარემონტო მასალებისა და ტექნიკის იმპორტიორი კომპანიაა.
პროდუქციის ზრდის პროპორციულად, ციტადელის ექსკლუზიურ პარტნიორთა რიცხვიც ყოველწლიურად მზარდია.
კომპანია თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: Peri, Sveza, Rockwool, TGM, COMANSA, Icopal, Isover, Liebherr, GocmakSan, Baumak, Syply, kreisel, Penoplex, Paroc, Kronospan, Saint-Gobein, Bosch, Knauf და სხვა.

ციტადელის პრიორიტეტია პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და მაღალი ხარისხი. შესაბამისად, კომპანია მომხმარებლებს სამშენებლო სფეროში დადგენილი და მოქმედი სტანდარტების შესაბამის სამშენებლო და სარემონტო მასალებს სთავაზობს, კერძოდ:
  •  საყალიბე სისტემები;
  • მეტალი;
  • ჰიდროიზოლაცია;
  • თბო და ხმის იზოლაცია;
  • ფანერები/ფილები;
  • ფითხი;
  • უსაფრთხოების სისტემები და აქსესუარები;
  • ხელსაწყოები და მექანიზმები;
  • კოშკურა ამწეები;
  • სამგზავრო-სატვირთო ლიფტები;
  • ხარაჩოების სისტემები;
  • ლამინირებული იატაკი;
  • ლაქ-საღებავები;
  • კაფელი/მეთლახი.
ციტადელს მომხმარებლებთან ურთიერთობის რამდენიმე მიმართულება აქვს არჩეული, ესენია: საცალო გაყიდვები (9 მაღაზია თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში), კორპორატიული გაყიდვები და დისტრიბუცია.
განვითარებასა და პროგრესზე ორიენტირებული კომპანია ციტადელი საქართველოს შრომით ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია.
კომპანიისთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდა, პერსპექტიული კადრების დასაქმება და მათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
10.07.2020