ასოციაციაში კიდევ ერთი ახალი წევრია - CIC Group

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციას ახალი წევრი ჰყავს, კომპანია CIC ჯგუფი (ქრიათივ იმფრეშენს კავკასუს).
კომპანია 1999 წელს დაარსდა. წლების განმავლობაში განხორციელებული პროექტების მეშვეობით, კომპანიამ შეძლო წარმატებით დაემკვიდრებინა თავი სამშენებლო/სარემონტო სფეროში.
„CIC Group”-გამოირჩევა ინოვაციური მიდგომებით, ევროპული სტილის მენეჯ-მენტით, შესაბამისი ხარისხის სტანდარდით და მაღალკვალიფიციური კადრებით.
„CIC Group”  -  წარმოადგენს სანდო პარტნიორს რაც მტკიცდება მრავალი ერთობლივი პროექტებით. 
კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია:
ხარისხი - კომპანია ფლობს ხარისხის სერტიფიკატს ISO 9001:2015.
ნდობა და უსაფრთხოება - 2014 წელს, CIC GROUP  დასახელდა როგორც APM TERMINAL-ის ყველაზე უსაფრთხო კონტრაქტორი.
ინოვაცია - CIC GROUP  გამოირჩევა თანამედროვე მიდგომებით და ტექნოლოგიებით პროექტებში. 

დამატებითი ინფორმაცია

 
30.06.2020