პრეზენტაცია "საავტომობილო გზების მშენებლობა"

 
17 ივნისს, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისა (ICCA) და Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH-ის ორგანიზებით პროფესიული განათლების სტუდენტის სახელმძღვანელოს “საავტომობილო გზების მშენებლობა” ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. 
საქართველოს მასშტაბით ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის, შესაბამისად, უფრო და უფრო მეტი პროფესიული საგანმანათლებლო ინსტიტუტი ერთვება პროფესიული კადრების მომზადების პროცესში და სთავაზობს კერძო სექტორს საჭიროებებზე მორგებულ პროფესიულ პროგრამებს საგზაო მშენებლობაში. ამასთან, სრულფასოვანი
კვალიფიკაციის და ხარისხიანი განათლების მიღებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა თანამედროვე
ტექნიკურ ლიტერატურას ენიჭება.
ღონისძიებას ესწრებოდა 50-ზე მეტი მონაწილე, მათ შორის იყვნენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამშენებლო კომპანიების, ბიზნეს ასოციაციების და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე ინფრასტრუქტურისა
და რეგიონალური განვითარებისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. ღონისძიება გახსნეს ქ-მა ანა საბახტარიშვილმა, ICCA- ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ქ-მა თამარ ქიტიაშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, დენიელ ჰაასმა, საქართველოში გერმანიის საელჩოს სამხრეთ კავკასიის განვითარებისა და თანამშრომლობის ხელმძღვანელმა და ჰანს-იურგენ კასენსმა, GIZ-ის კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში პროგრამის
დირექტორმა, ბ-ნი დანიელ ჰაასმა აღნიშნა: ”პროფესიონალი მუშახელის კვალიფიკაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობისთვის, განსაკუთრებით კოვიდ-19-ის მიერ გამოწვეული კრიზისის სწრაფად დაძლევის თვალსაზრისით. პუბლიკაცია "საავტომობილო გზების მშენებლობა" არის შესანიშნავი მაგალითი საქართველოს სამშენებლო სექტორის მზაობისა, მისი დარგობრივი ასოციაციის ეგიდით მონაწილეობა მიიღოს და წვლილი შეიტანოს პროფესიული განათლების განვითარებასა და ხელი შეუწყოს ამ სექტორში დუალური პროფესიული განათლების დანერგვას.
”მოხარული ვარ,  რომ ICCA-ის სახით  ჩვენ ვიპოვნეთ პარტნიორი, რომელმაც შეძლო ამ არაჩვეულებრივი, სრულიად ახალი და თანამედროვე სასწავლო ლიტერატურის შემუშავება, და მე ვფიქრობ, რომ ეს პუბლიკაცია ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტ საგანმანათლებლო ინსტიტუციას დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვაში,” - თქვა ჰანს-იურგენ კასენსმა.
ქ-მა თამარ ქიტიაშვილმა ხაზი გაუსვა კერძო სექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა: "პროფესიული განათლების განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დარგობრივი ასოციაციების ჩართულობას. ბიზნესის მონაწილეობა პროგრამისა და სასწავლო რესურსების შემუშავებაში, ასევე სასწავლო პროცესში - ნებისმიერი ფორმით, აისახება მომავალ პროფესიონალთა განათლების ხარისხზე, რაც ისევ და ისევ ბიზნესს დაუბრუნდება სარგებელის სახით პანელური დისკუსიის დროს, აკადემიური სექტორის და სსიპ საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს მშენებლობის სფეროში საგანმანათლებლო ლიტერატურის მნიშვნელობასა და კვალიფიციური კადრების საჭიროებას. კერძოდ, განიხილეს თანამედროვე სასწავლო მასალის შემუშავების პიონერული მოდელი ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელობით.
განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს, თუ როგორ უნდა შევუქმნათ მოტივაცია შემდგომში პროფესიულ საგანმანათლებლო კოლეჯებს სამშენებლო მიმართულებით დუალური პროფესიული პროგრამების დანერგვისთვის. ქ-მა ანა საბახტარიშვილმა, ICCA-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა: ”შრომის პროდუქტიულობის გაზრდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომლის წინაშეც დღეს სამშენებლო სექტორი დგას. მოდერნიზებული პროფესიული პროგრამების საშუალებით ჩვენი მიზანია, სტუდენტებს შევთავაზოთ პროფესიების დაუფლების საინტერესო და ეფექტური გზა და დამსაქმებელთათვის უზრუნველვყოთ საიმედო და მათ ინტერესებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამები. თანამედროვე ლიტერატურის და სასწავლო მასალის გამოყენებით პროფესიონალ კადრად ჩამოყალიბება დღეს მნიშვნელოვანია ნებისმიერი პროფესიული სტუდენტისთვის და ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ ICCA-ს შესაძლებლობა მიეცა
მონაწილეობა მიეღო ამ შესაძლებლობის შექმნაში.”
სახელმძღვანელო “საავტომობილო გზების მშენებლობა” ააიპ „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის, „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში გამოიცა. 
სახელმძღვანელოს შედგენაში მონაწილეობდნენ: მერაბ ბარათაშვილი, კონსტანტინე მჭედლიშვილი, თეა ნარეკლიშვილი, ირმა ღარიბაშვილი, რამინ ძნელაძე, მანუჩარ შიშინაშვილი, გიორგი ჩუბინიძე. რედაქტორ-რეცენზენტი: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის
აკადემიკოსი თამაზ შილაკაძე.
სახელმძღვანელოში გამოყენებულია შემდგენლებისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ფოტომასალა.
საგანმანათლებლო რესურსი გასაგებად და სრულყოფილად, ლაკონურად არის ჩამოყალიბებული. წარმოდგენილ ნაშრომში მოცემული რჩევები ადვილად გასაგებია და გამოადგებათ როგორც პროფესიულ სტუდენტებს/მსმენელებს, ასევე, პროფესიული განათლების მასწავლებლებს, მოკლევადიანი პროგრამების მსმენელებს და პრაქტიკოს მეგზევე სპეციალისტებს. მომზადებული სახელმძღვანელო დიდ დახმარებას გაუწევს საავტომობილო გზების მშენებლობის დარგში დასაქმებულ ყველა: მშენებელ-ტექნიკოსს, სამუშაოთა მწარმოებელს და
სხვა კვალიფიცირებულ მუშას.
პრეზენტაცია ჩატარდა ონლაინ, MS Teams-ის საშუალებით.
18.06.2020