საავტომობილო გზების მშენებლობა - სახელმძღვანელო

ა(ა)იპ „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საგრანტო ხელშეკრულების შესაბამისად, პროექტის, „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, ასოციაციამ გამოსცა სახელმძღვანელო "საავტომობილო გზების მშენებლობა" პროფესიული სტუდენტებისათვის და მსმენელებისთვის.
სახელმძღვანელოს შედგენაში მონაწილეობდნენ: მერაბ ბარათაშვილი, კონსტანტინე მჭედლიშვილი, თეა ნარეკლიშვილი, ირმა ღარიბაშვილი, რამინ ძნელაძე, მანუჩარ შიშინაშვილი, გიორგი ჩუბინიძე.
რედაქტორ-რეცენზენტი: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი თამაზ შილაკაძე.
სახელმძღვანელოში გამოყენებულია შემდგენლებისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ფოტომასალა.
საგანმანათლებლო რესურსი გასაგებად და სრულყოფილად, ლაკონურად არის ჩამოყალიბებული. წარმოდგენილ ნაშრომში მოცემული რჩევები ადვილად გასაგებია და გამოადგებათ როგორც პროფესიულ სტუდენტებს/მსმენელებს, ასევე, პროფესიული განათლების მასწავლებლებს, მოკლევადიანი პროგრამების მსმენელებს და პრაქტიკოს მეგზევე სპეციალისტებს.
მომზადებული სახელმძღვანელო დიდ დახმარებას გაუწევს საავტომობილო გზების მშენებლობის დარგში დასაქმებულ ყველა: მშენებელ-ტექნიკოს, სამუშაოთა მწარმოებელს და სხვა კვალიფიცირებულ მუშას.
 
სახელმძღვანელოს შესახებ მოკლე ვიდეო იხილეთ აქ.
სახელმძღვანელოს ციფრული ვერსია იხილეთ აქ.
სახელმძღვანელოს აუდიოვერსია იხილეთ აქ.
14.05.2020