შეხვედრა ბიზნესომბუდსმენთან

28 აპრილს, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის გამგეობის წევრები საქართველოს ბიზნესომბუდსმენს 
მიხეილ დაუშვილსა და მის მოადგილეს, ნინო კვეტენაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს 
კოვიდ19-ის პირობებში, ინფრასტრუქტურული პროექტებზე მომუშავე კომპანიების წინაშე არსებული გამოწვევები, 
ისაუბრეს ეკონომიკის გახსნის ეტაპებსა და საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ანტიკრიზისული გეგმის
 მნიშვნელოვან ასპექტებზე, 
ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებში სამშენებლო მასალებზე ფასის ზრდის სახელმწიფო დაზღვევის მექანიზმზე.
30.04.2020