ასოციაციამ ქართულ-ამერიკულ უნივერსტეტთან მემორანდუმი გააფორმა

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობის ფარგლებში, მემორანდუმი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან გააფორმა.

ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ანა საბახტარიშვილმა და ქართულ-ამერიკული უნივერსტეტის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა მაიკლ ქაუგილმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის მიზანსაც ურთიერთთანამშრომლობის განვითარება და მხარეთა ძალისხმევით შრომის ბაზრის კვალიფიციული კადრებით უზრუნველყოფა წარმოადგენს.

ამასთან, უნივერსიტეტი ასოციაციისთვის უნივერსიტეტში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში სტუდენტთა/ კურსდამთავრებულთა მოძიებას და ასოციაციის წევრი კომპანიებისთვის შეთავაზებას უზრუნველყოფს.
მხარეები უფლებამოსილნი არიან დაგეგმონ და განახორციელონ ერთობლივი საჯარო თემატური და საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებები.
19.02.2020