ექსკლუზიური შემოთავაზება ასოციაციის წევრებს-ალფასგან

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია წევრ კომპანიებს, სხვა ბენეფიტებთან ერთად, სპეციალურ შეთავაზებებს აწვდის, რომლის საფუძველზეც, წევრებს, საჭიროებებიდან გამომდინარე, თანამშრომლობის ფარგლებში, ექსკლუზიური პირობები მიეწოდება.
ამ ტიპის თანამშრომლობის ფარგლებში, ასოციაციის წევრებს, სადაზღვევო კომპანია “ალფა” ასოციაციასთან ერთი წლის წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ 2020 წლიდან კვლავაც უსასყიდლოდ გადასცემს უბედური შემთხვევის დაზღვევის პაკეტს. აღნიშნული დაზღვევის პირობებს წელსაც “ალფა” ასოციაციისთვის გადასახდელი საწევროს სანაცვლოდ მიაწვდის.
2020 წლიდან კომპანიების ურთიერთობა კიდევ უფრო დიდი მოტივაციით და გაუმჯობესებული პირობებით გრძელდება.
19.02.2020