ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოება და აირგამავალი სისტემების თბოიზოლაცია
3 თებერვალს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ წევრი კომპანიის "ბაზალტ ფაიბერსის" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას "ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოება და აირგამავალი სისტემების თბოიზოლაცია" უმასპინძლა,
რომლის ფარგლებშიც ასოციაციის მთავარმა იურისტმა თეონა კუპრეიშვილმა, ენერგოეფექტურობის ცენტრის ხელმძღვანელმა გია აბულაშვილმა, ასოციაციის წევრმა კომპანია "თბილი სახლის" წარმომადგენელმა ისაუბრეს. "ბაზალტ ფაიბერსის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, პაატა გოგოლაძემ ბაზალტობოჭკოვანი თბოსაიზოლაციო ქეჩა წარმოადგინა და მის სამშენებლო პროცესში გამოყენებაზე ისაუბრა
14.02.2020