მზის ენერგეტიკა - რა უნდა იცოდეს მშენებელმა?

28 იანვარს ასოციაციამ სემინარს უმასპინძლა თემაზე "მზის ენერგეტიკა - რა უნდა იცოდეს მშენებელმა?"
სემინარს უძღვებოდა კომპანია "ჰელიოს ენერჯის" დამფუძნებელი და განახლებადი ენერგიების აქტივისტი თორნიკე დარჯანია.
 
სემინარი შეეხო მზის ენერგეტიკის განვითარებას საქართველოში - არსებულ მდგომარეობას და სამომავლო პერსპექტივებს. ღონისძიებაზე  განხილულ იქნა თემები:
მზის ენერგეტიკის ისტორია, როგორ დაიწყო და როგორ ვითარდება;
მზის პოტენციალი საქართველოში, რა ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო;
რისგან შედგება მზის ელექტროსადგური, კომპონენტების მიმოხილვა;
ელექტროსადგურის სახეები, ნეტო აღრიცხვის პროგრამა საქართველოში;
ტექნოლოგიები, რომლებსაც ვიყენებთ სადგურის დაგეგმვასა და მის შემდგომ მონიტორინგში;
ჰელიოს ენერჯის გამოცდილება.
29.01.2020