ახალი წევრი ასოციაციაში - ჯითისი ჯგუფი

ICCA-ს ახალი წევრი ჰყავს, კომპანია "ჯითისი ჯგუფი".
"ჯითისი ჯგუფის" მიზანია, მომხმარებელმა მიიღოს მაღალი ხარისხის პროდუქცია და სერვისი მისაღებ ფასად.

კომპანიასთან თანამშრომლობით აშენდა მრავალი საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების კომპლექსი. "ჯითისი ჯგუფი" გახლავთ საყალიბე მასალების წამყვანი მწარმოებლის, ავსტრიული ბრენდის Doka - ს ოფიციალური პარტნიორი საქართველოში.
კომპანია გამოცდილი და მაღალკვალიფიციური გუნდის საშუალებით და მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის სერვისულ მომსახურებას, როგორიც არის:
ინჟინერია - პროექტის მარტივი სტრუქტურული ანალიზიდან ზუსტ გაანგარიშებამდე;
კონსულტაცია და სწავლება - საყალიბე სისტემების სწორი და ეფექტური ექსპლუატაციისათვის;
პროცესების ოპტიმიზაცია - Doka-ს სპეციალური ინსტრუმენტები მოგცემთ ბეტონირების ციკლის დაჩქარების, საქონლის მარაგების ოპტიმიზაციის და ყალიბების ეფექტურად დაგეგმარების საშუალებას;
საყალიბე სისტემების იჯარა - სასაწყობე ბაზაზე ხელმისაწვდომია DOKA-ს ყველა სახეობის საყალიბე სისტემა.
დაგეგმეთ და აწარმოეთ მშენებლობა პროფესიონალების გუნდთან ერთად!

20.01.2020