ასოციაცია სტრატეგიულ ჩარჩო დოკუმენტზე მუშაობს

21-22 დეკემბერს, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის გამგეობაისა და მენეჯმენტის გუნდის შეხვედრა შედგა, რომლის მიზანიც სტრატეგიული ჩარჩო დოკუმენტის შემუშავება იყო. აღნიშნულ შეხვედრაზე განისაზღვრა ასოციაციის ძირითადი საეტაპო სამოქმედო მიმართულებები და პრიორიტეტები.  გამგეობამ განიხილა წევრი კომპანიების საჭიროებების და ასოციაციის განვითარების კონცეპტუალური შეხედულებების გამოსავლენად ჩატარებული კვლევის შედეგები.
სტრატეგიულ გეგმას ასოციაცია უახლოეს პერიოდში დაამტკიცებს. შეხვედრა ყვარელში, სასტუმრო "Kvareli Lake Resort"-ში შედგა.
26.12.2019