სასწავლო ვიზიტი გერმანიაში

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო  GIZ-ის მიერ ორგანიზებულ სასწავლო ტურში "ბიზნესორგანიზაციების როლი პროფესიულ განათლებაში", რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იყო გერმანული პროფესიული სწავლების მოდელის გაცნობა, შეხვედრები ადგილობრივ ბიზნესორგანიზაციებთან, მათ შორის, გერმანიის სამშენებლო ინდუსტრიის მშენებელთა ასოციაციასთან, ასევე, შეხვედრა საქართველოს სრულუფლებიან ელჩთან გერმანიაში, ბატონ ელგუჯა ხოკრიშვილთან.
ვიზიტის მიზანი გახლდათ ცნობიერების ამაღლება პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა, ინფორმაციის მიმოცვლა და კონტაქტების დამყარება გერმანულ ორგანიზაციებთან, როგორებიც არის ჰამბურგის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, სამშენებლო სექტორის ტრენინგ ცენტრი, გერმანიის დამსაქმებელთა ასოციაციის კონფედერაცია, გერმანიის აღმოსავლეთ ბიზნეს ასოციაცია და სხვა.
 
27.11.2019