ტრენინგი ბიზნეს მოლაპარაკებების მართვაში
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია, საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტთან ერთად, გიწვევთ ტრენინგზე ბიზნეს მოლაპარაკებების მართვა. 
გაყიდვების და მოლაპარაკების პროცესის მართვა რთული და კომპლექსურია, შესაბამისად, სწორი სტრატეგიის გარეშე კონკრეტული და გრძელვადიანი შედეგების მიღება პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ზოგჯერ ჩვენ ვიღებთ შედეგებს, მაგრამ ეს შედეგები არასტაბილურია და მუდმივად გვიწევს ხანძრების ჩაქრობა, რასაც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ დროებითი ეფექტი აქვს. ამ ტრენინგის მთავარი სარგებელი არის კონკრეტული სტრატეგიები და ტექნიკები, რომლებიც არამარტო მსოფლიოში, არამედ საქართველოს რეალობაში არის ადაპტირებული და პრაქტიკაში კონკრეტული და გაზომვადი შედეგები მოაქვს. 

ტრენინგის შემდეგ თქვენ შეძლებთ თქვენს კომპანიაზე მორგებული გაყიდვების სტრატეგიის შექმნას, მოლაპარაკებებისა და გაყიდვების პროცესის წარმატებით დასრულებას და გაყიდვების გუნდის ეფექტურად მართვას. შესაბამისად, თქვენი გაყიდვები უფრო სტაბილურად გაიზრდება და ყოველი ახალი გამოწვევა ნაკლები სტრესის მომტანი იქნება. რაც მთავარია, შეძლებთ, რომ უფრო ეფექტურად მართოთ გაყიდვების გუნდი და იზრუნოთ მათი განვითარების გრძელვადიან გეგმებზე. 

ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც უშუალოდ უწევს გაყიდვების გუნდის, კორპორაციული გაყიდვების და რთული მოლაპარაკებების მართვა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში გრძელვადიან შედეგზე არის ორიენტირებული და საბოლოო შედეგის მისაღებად დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. 

ტრენინგის უპირატესობები: პროგრამა შედგენილია კონკრეტულ პრაქტიკულ ქეისებზე, საერთაშორისოდ აღიარებულ მასალებზე და მორგებული და პრაქტიკულია ქართულ ბაზარზე. 

პროგრამა შედგება სამი ძირითადი ბლოკისგან: დაგეგმარება, განხორციელება და ანალიზი. პროგრამა მოიცავს პრაქტიკული ინსტრუმენტებით განმტკიცებულ, საბაზისო თეორიულ შესავალს, რაც აუცილებელია გაყიდვების სტრატეგიის შემუშვებისათვის, სწორ კლიენტებზე გასვლისა და რთული მოლაპარაკებების წარმოებისათვის. 

ტრენერი 
დავით ჩიკვაიძე, საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის დამფუძნებელი დამატებითი ინფორმაციისთვის - Linkedin-ის ბმულზე

მონაწილეებს გადაეცემათ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი. 
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, არაუგვიანეს 25 ნოემბრისა, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა ამ შევსებული ფორმით: 

დრო: 27, 29 ნოემბერი, 3, 5, 10, 13 დეკემბერი, 2019, 16:00 – 20:00 (სულ 18 საკონტაქტო საათი). 
ადგილი: ლუბლიანას ქუჩა 13ბ, „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ საკონფერენციო დარბაზი 
ტრენინგის საფასური: კურსის ღირებულებაა 650 ლარი; „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“ საკუთარ წევრებს
დაუფარავს ტრენინგის ღირებულების 55%-ს. 
 
 
13.11.2019