ტრენინგი "ადამიანური რესურსების მართვა მშენებლობაში"

„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“ გიწვევთ ტრენინგზე ადამიანური რესურსების მართვა მშენებლობაში.
მშენებლობის სფეროში მომუშავე მენეჯერებისთვის განსაკუთრებით აქტუალური ორგანიზაციის საკადრო საკითხებია. ერთმანეთისგან განსხვავებული, მასშტაბური თუ შედარებით მცირე პროექტისა და გაუთვალისწინებელი, დაუგეგმავი მოცემულობების ცვალებადობა, თანმიმდევრულობასთან ერთად, სხარტ გადაწყვეტილებებს ითხოვს; შერჩევა-დაქირავების სწრაფი პროცედურები და, რაც მთავარია, შესაფერისი კვალიფიკაციის, მოტივირებული კადრების აღმოჩენა და შენარჩუნება - სამშენებლო პროცესის წარმატების პირდაპირპროპორციულია.
 
თანამშრომელთა მოტივაციის დაკარგვის საფრთხეებთან გამკლავება და მათ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა - ეს HR მენეჯერის ყოველდღიური გამოწვევაა. ოქროს შუალედის დაცვა, რომ თანამშრომელიც იყოს კმაყოფილი და კომპანიამაც მაქსიმალურად გამოიყენოს მისი კომპეტენცია - ესეც ადამიანური რესურსების დეპარტამენტის პრეროგატივაა.
 
ტრენინგი, ადამიანური რესურსების მართვა მშენებლობაში, დინამიური და ინტერაქტიული მსვლელობით, აქტიური ჩართულობის საშუალებას მისცემს მონაწილეებს. მათი ყოველდღიური, საკადრო პრობლემატიკასთან დაკავშირებული ქეისების მაგალითზე, ჯგუფი ბევრ სასარგებლო და საჭირო ინფორმაციას მიიღებს. ტრენინგზე, რომელიც სამი, თითო 4-საათიანი შეხვედრისგან შედგება, განხილული იქნება HR-ის ძირითადი პროცედურების სრული ციკლი.
 
ტრენინგი საინტერესო იქნება როგორც პროფესიონალი HR მენეჯერებისთვის, ასევე, დამწყები თანამშრომლებისთვის ან მათთვის, ვინც სხვა საკითხებთან ერთად კომპანიაში HR-ის როლსაც ითავსებენ.
 
მონაწილეებს გადაეცემათ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
 
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, არაუგვიანეს 14 ოქტომბრისა, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა ამ შევსებული ფორმით:
 
 
დრო: 16, 17 და 18 ოქტომბერი, 2019 წ. 17:40 – 22:00 (სულ 12 საკონტაქტო საათი).
 
ადგილი: ლუბლიანას ქუჩა 13ბ, „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ საკონფერენციო დარბაზი
 
ტრენინგის საფასური: კურსის ღირებულებაა 100 ლარი; „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“ საკუთარ წევრებს დაუფარავს ტრენინგის სრულ ღირებულებას.
 
ტრენერი: ეკატერინე ზედელაშვილი

ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი / HR მენეჯერი

ეკატერინე ზედელაშვილის საინტერესო კარიერა ადამიანური რესურსების გარშემო ტრიალებს. ის მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა სხავადასხვა კომპანიის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელად. დღეს ის მასშტაბური სამშენებლო ჰოლდინგის Element Construction / ALL-P Group-ის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
 
სამშენებლო სფერო, სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასთან და მუდმივ რისკებთანაა დაკავშირებული, პროცესების მართებულად განხორციელება კი, რა თქმა უნდა, მხოლოდ სწორად შერჩეული კადრების საშუალებითაა შესაძლებელი. ტრენინგზე განხილული იქნება რისკების პრევენციის პრაქტიკული მაგალითები.

ეკატერინე ზედელაშვილს ადამიანური რესურსების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მისი კვალიფიკაცია დამტკიცებულია მრავალ, მათ შორის, საერთაშორისო ტრენინგ-სემინარებზე.
 
 
 
 
20.09.2019