ასოციაციის წევრების პირველი სამუშაო შეხვედრა არქიტექტორთა და ინჟინერთა სავალდებულო სერტიფიცირებასთან დაკავშირებით


არქიტექტორთა და ინჟინერთა სავალდებულო სერტიფიცირებასთან დაკავშირებით, საკითხის განხილვისა და ასოციაციის საერთო პოზიციის შეჯერების, კონსოლიდაციის მიზნით, მიმდინარე წლის 13 ივნისს ასოციაციაში გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა, არქიტექტორთა და ინჟინერთა მონაწილეობით.
ასოციაცია საკითხზე მუშაობისა და სამუშაო ჯგუფის ფორმატში განხილვის შედეგად შეჯერებულ პოზიციასა და აქტის
პროექტს წარუდგენს შესაბამის ორგანოებს განსახილველად.

გასულ წელს პარლამენტმა დაამტკიცა ახალი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“, რომელიც ძალაში 2019 წლის 3 ივნისიდან შევიდა) (გარდა თბილისის მერიისა და
რამდენიმე მუნიციპალიტეტისა) (იხილეთ კოდექსი ბმულზე https://matsne.gov.ge/document/view/4276845?publication=1). კოდექსის მიზანია, საქართველოს ტერიტორიაზე სივრცის დაგეგმარების, ქალაქთმშენებლობითი
დაგეგმვის, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის სამართლებრივი
მოწესრიგება.
ამასთანავე, კოდექსის 140-ე მუხლი ითვალისწინებს არქიტექტურული საქმიანობისა და
სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას სავალდებულო სერთიფიცირებას,
რომელიც 2020 წლის 1 ოქტომბრიდან შედის ძალაში. კერძოდ, სავალდებულო
სერტიფიცირებას ექვემდებარებიან: არქიტექტურული პროექტის დამოწმების
უფლებამოსილების მქონე არქიტექტორი, კონსტრუქციული პროექტის
დამოწმებისთვის, სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის პასუხისმგებელი
ინჟინერ-მშენებელი, არქიტექტურული პროექტისა და კონსტრუქციული პროექტის
ექსპერტი.
შესაბამისად, სერტიფიცირების წესები, რომლითაც უნდა განისაზღვროს როგორც
სერტიფიცირების განმახორციელებელი ორგანო, აგრეთვე სერტიფიცირების წესი, ვადა
და აუცილებელი მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სერტიფიცირების
მსურველი პირი, უნდა მოწესრიდგეს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტით.
 
11.07.2019