ინფრასტრუქტურის მშენებელთა ფორუმი

18 ივნისს "საქართველოს ბანკის" და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ფორუმი გაიმართა. 
ფორუმი რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ გახსნა, რომელმაც სამინისტროს მიერ დაგეგმილ ნაბიჯებსა და სამომავლო ხედვებზე დეტალურად ისაუბრა.
სექტორის განვითარების ხელშეწყობაზე ისაუბრა "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი ფაილოძემ და ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარებასთან დაკავშირებით, მზაობა გამოთქვა.
ღონისძიების ფარგლებში, "გალტ & თაგარტმა" საქართველოს ეკონომიკის და მშენებლობის სექტორის მიმოხილვა წარმოადგინა
24.06.2019