სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სემინარი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროცედურების მიხედვით

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია გთავაზობთ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სემინარს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროცედურების მიხედვით.
 
სემინარზე განხილული იქნება სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ზოგად პროცედურები, სატენდერო წინადადების მომზადება, შეფასება, საკონტრაქტო ღირებულების ინდექსაცია, Fidic-ის ტიპის ხელშეკრულებები, კვალიფიკაციის შეფასება, საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
 
სემინარს გაუძღვება ლუკა მოსაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების დამოუკიდებელი კონსულტანტი.
 
დრო: 22 და 29 ივნისი - შაბათობით, 2 დღის მანძილზე, სულ 11 საკონტაქტო საათი
ადგილი: თბილისი, ლუბლიანას ქუჩა 13ბ, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზი.  
 
სემინარის ღირებულება: 250 ლარი.
სემინარის საფასურს, ჩვენი წევრი კომპანიების თანამშრომლებისთვის, სრულად დააფინანსებს ასოციაცია.
 
მონაწილეებს გადაეცემათ სემინარის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
 
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, არაუგვიანეს 19 ივნისისა, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა ამ შევსებული ფორმით.
 
07.06.2019