ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის გასვლითი ღონისძიება

“ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციას” (ICCA) ახალი წევრი კომპანიები შემოუერთდნენ,

რომელთა პრეზენტაციაც მიმდინარე წლის 9 თებერვალს შედგა სასტუმრო “ლოპოტა სპა რეზორტში”. ასოციაციის ახალმა წევრებმა აუდიტორიას გააცნეს საკუთარი კომპანიების საქმიანობა. პრეზენტაციები წარმოადგინეს: “სამშენებლო კომპანია მამისონი” - ირაკლი ჭკადუა, გენერალური დირექტორი; “საგა” - საბა მოდებაძე, საცალო ქსელის მმართველი; “პლანეტ პერფექტო” - მილენა ხარბედია, დირექტორი; “ჯი არ სი” - ლაშა ლაბაძე, ბრენდ მენეჯერი, გიორგი ვენეცკი - ბრენდ მენეჯერი; “ფოლადის სახლი” - ნანა ინდუაშვილი, გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი; “უკრაინულ - ქართული საინვესტიციო ჯგუფი” - კობა ბოჭორიშვილი, დირექტორი; გოგა სამუშია, პროექტების განვითარების მენეჯერი; “სადაზღვევო კომპანია ალფა” - კახაბერ დიასამიძე, გენერალური დირექტორი; “ლიბერთი ბანკი” - დავით ვერულაშვილი, დირექტორის მოადგილე. ღონისძიების შემდეგ ნაწილში გაიმართა “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” საერთო კრება, სადაც წევრებმა მიმდინარე საკითხები განიხილეს. ისაუბრეს პრობლემების გადაჭრის გზებზე, საერთო ხედვებზე და სამომავლო გეგმებზე. კრებაზე განსაკუთრებით ხაზი გაესვა ისეთ საკითხებს, რომლებიც ხელს შეუწყობს სამშენებლო პროექტის ეკონომიას, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარებას ამ სფეროში და ალტერნატიული წინადადებების შეთავაზებას. შეჯერებულ საკითხებსა და ახალ ინიციატივებს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია უახლოეს მომავალში საჯარო განხილვაზე გამოიტანს და შესთავაზებს საზოგადოებას. სამუშაო დღის დასასრულს, არაფორმალურ გარემოში მიღება გაიმართა .

ფოტომასალა იხილეთ აქ.

12.02.2019