სემინარი - FIDIC-ის კონტრაქტის მართვა პრაქტიკოსებისთვის

FIDIC-ის კონტრაქტის მართვა - ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია წევრების ინტერესს მორიგი სემინარით გამოეხმაურა. აღნიშნული საბაზისო კურსი, 2018 წლის 27 დეკემბერს, წაიკითხა ამ სფეროში დიდი გამოცდილების მქონე ექსპერტმა, ნიკოს პაპუნიდმა, რომელიც დღეს წარმოადგენს  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების კონსულტანტს.                                                                 

სემინარმა დაინტერესება გამოიწვია არა მხოლოდ ასოციაციის წევრებში, არამედ მოიზიდა სხვა კომპანიებიც. თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.     

სემინარის ფოტომასალა იხილეთ აქ.

28.12.2018