დუალური განათლება სამშენებლო სექტორში
29 ნოემბერს, "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია" ჩაერთო პროფესიული განათლებისადმი მიძღვნილ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც
"გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების" (GIZ) ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილება მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, პროფესიული სასწავლებლების, კერძო ბიზნესის და სხვა რელევანტური სექტორების წარმომადგენლებმა.
გარდა პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული პრობლემატიკისა, მონაწილეებმა გაიცნეს ის სამშენებლო კომპანიებიც, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ განხილულ და ახლა უკვე აკრედიტირებულ პროფესიულ პროგრამებში დუალური სწავლება დანერგეს (აკრედიტირებული მიმართულებები: კალატოზი, მეფილე, თაბაშირ-მუყაოს სპეციალისტი, შემდუღებელი, გზის მშენებელი, მიწისქვეშა კომუნიკაციების სპეციალისტი, დურგალი).
სამუშაო შეხვედრა გაიმართა პროფესიულ კოლეჯში "სპექტრი".
29.11.2018